კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა

  • კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე განაცხადა.

მედიის ცნობით, რუსეთმა კიევზე თავდასხმა ოთხი ფრთოსანი რაკეტით განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

კიევის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აღნიშნა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 26 ივნისს, დილით, რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ფრაგმენტებიც რეგიონის ერთ-ერთი სოფლის გარეუბანში ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, შევჩენკოვსკის რაიონი კიევის ერთ-ერთი ცენტრალური და ისტორიული უბანია, სადაც უნივერსიტეტები, რესტორნები და ხელოვნების გალერეები მდებარეობს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *