კელი დეგნანი-ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშილი იღებდეს სამედიცინო მომსახურებას

  • სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება.

„სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ყველა ჩვენგანი ვფოკუსირდებით – პირველ რიგში, რომ გვესმოდეს, რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება და შემდეგ, იმაზე, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *