- იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ ვაქცინით ორჯერადად აცრილები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება; სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;
იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.