გამთენიისას ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის უწყება ტვიტერზე გაკეთებულ მოკლე განცხადებაში იტყობინება. “ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ამჟამად ღაზის სექტორს უტევენ”.
გუშინ, ისრაელმა 9 ათასი სამხედრო ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა.