- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.
„მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.