- „ბორჯომთან“ დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს, დილით ზურაბ აზარაშვილს ვესაუბრე და მისი დავალებით საკითხში ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ყველას ვუთხრა – არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.