- თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
წყარო