ირაკლი კობახიძე – ჩვენი საგარეო კურსი არის ურყევი, არავითარი კავშირი კანონპროექტს ევროპულ მომავალთან და კურსთან არ აქვს

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს ევროპულ კურსთან და მომავალთან საერთო არაფერი აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი სახალხო დამცველის არჩევაში არ ჩაერთო, რითიც აჩვენა, რომ ისინი „ფარისევლები არიან“.

„დღეს ჩვენი საგარეო კურსი არის ურყევი. არავითარი კავშირი ამ კანონპროექტს ჩვენს ევროპულ მომავალთან, ევროპულ კურსთან არ აქვს და ამას ყველა დაინახავს. დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადდგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთი ოპოზიცის უდიდესი ნაწილი, რაც აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ისინი არიან ფარისევლები. ისინი აკეთებენ ყევლაფერს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება შეფერხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გაგრძელდეს ევროპისკენ შეუფერხებელი წინსვლა. ეს არის ჩვენი არჩევანი და ამ არჩევანს მივყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *