- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-13 აპრილს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება.
ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.