- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ტყეში ჰქონდა მოწყობილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცაცხვის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 7 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი და ე.წ. ნაგვერდულები. ამასთან, სამართალდამრღვევმა სარგვეთის ტყეში უკანონოდ მოჭრა მურყნის სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და მათგან მიღებული 10 მორის სახერხამდე უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
“ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”.-აღნიშნულა ინფორმაციაში.