- საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ე.ს.-ს როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 387,45 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 682,25 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.