- თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები პროცესს არ დასწრებიან.