- სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
შალვა ამონაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
თენგიზ არჩვაძე – მსახიობი;
ტარიელ ჭანტურია – მთარგმნელი, პოეტი;
ჯემალ ღაღანიძე – მსახიობი;
მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი, პედაგოგი;
მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე;
ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;
ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი;
ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;
გურამ ბექაია – ფიზიოლოგი, მეცნიერი;
ილია ხეროდინაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი;
ლაურა იაშვილი – მუსიკოსი, პიანისტი;
რევაზ ასათიანი – ინჟინერ-მშენებელი;
ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პედაგოგი;
მაია გოთუა – ალერგოლოგი, იმუნოლოგი;
ვან ბაიბურთი – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;
ჰასან ჰასანოვი – აზერბაიჯანელი დიპლომატი;
ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) – ფრანგი პიანისტი;
ელდარ შენგელაია – რეჟისორი;
დემნა გვასალია – დიზაინერი;
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“.