თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, – ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.