- ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის საჯაიას ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უგზოობის გამო სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ახერხებს მისვლას და ბავშვებს უჭირთ სკოლამდე გადაადგილება. ასევე, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები.
მოსახლეობას მერიის წარმომადგენლები ხვდებიან.