- უამრავი ტიტულის მქონე ნანა იოსელიანი მართლაც არასდროს ყოფილა მხოლოდ ძალიან ძლიერი მოჭადრაკე, იგი დღემდე ხალხის საყვარელი მოჭადრაკეც გახლავთ:
– მშობლები მეცნიერები იყვნენ, ფიზიკოსები და, ალბათ, ჰქონდათ რაღაც გეგმები ჩემი მომავლის შესახებ. პატარა რომ ვიყავი, ცოტას ვავადმყოფობდი, თუმცა, როგორც ამბობენ, გამორჩეული ნიჭის ბავშვი ვიყავი. სკოლამდელ ასაკში უკვე ვიცოდი ალგებრული შეკრება-გამოკლება. იმ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სკოლაში კარგად სწავლას.