- თბილისი-საგარეჯოს შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის წყალგამტარი რკინა-ბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს; სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მლნ. ლარს შეადგენს
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი; აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს