- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-ში წარადგინა განცხადება, რითაც პარლამენტში სიის ჩახსნას ითხოვენ.
როგორც სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ახლა ელოდებიან „რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილს“, რათა დააკმაყოფილოს კოალიციის განაცხადი.