- დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.