- მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, სახელმწიფო კომპენსაციის სახით ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე 3 000 ლარს გადაუხდის. ამავდროულად, სახელმწიფო დაზიანებულ რქაწითელში 80 თეთრს, საფერავში კი ლარს გადაიხდის.
ასევე სტიქიის შედეგად განადგურებული ხეხილის ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, ნერგების ღირებულებას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც.
სეტყვამდე, მოსალოდნელი იყო ჯამში 300 000 ტონა ყურძნის მოსავალი, ხოლო სეტყვის შემდგომ, მოსალოდნელია დაახლოებით 280 000 ტონა ყურძნის გადამუშავება. წლევანდელი რთველის შედეგად კახელი მევენახეების შემოსავალი 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს.