- ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ხახალეიშვილი 49 წლის იყო.
“ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა”, – ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.