- „გირჩი – მეტი თავისუფლება” და „დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე პარტიის პრესსამსახურები ავრცელებენ.
„ჩვენ გვაერთიანებს: ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია პარტიების პრესსამსახურების ინფორმაციაში.