- საქართველოს დამსახურებული არტისტი, ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი – „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამთქვამს.
„მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის “რვალი”), სუზონ(ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), ლიდა(გ. ქელბაქიანის “ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის “ქარიშხლის წინ”), ქეთო(ვ. როზოვის “ხალისიანი მეგობრები”), ანგელა(გ. სევასტიკოგლეს “ანგელა”), ტანია(ო. ჩიჯავაძის “პირველი მერცხლები”), ციური(გ. ბერძენიშვილის “ლერწამი ქარში”), ივლიტე ბოსტოღანაშვილი(კ. ბუაჩიძის “ამბავი სიყვარულისა”), მზია(გ. ხუხაშვილის “ზღვის შვილები”), ოფელია(შექსპირის “ჰამლეტი”), ანგუსტიასი(გ. ლორკას “ბერნარდა ალბას სახლი”), დარიკო(დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის “ფარისეველთა შეთქმულება”), ცოლი(ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამძიმარს უცხადებს, ქალბატონ ლამზირა ჩხეიძის ოჯახს და სრულიად თეატრალურ საზოგადოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.