განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ. ამის შესახებ imedinews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს.
„როგორც საჯარო, ასევე სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან მხრიდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, – განაცხადეს უწყებაში.