- თბილისში, დიღმის მასივში ბოცვაძის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებენ.
უწყების ცნობით, ბოცვაძის ქუჩაზე მდებარე რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და სრულად განახლებული ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ადგილზე თანამშრომლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.