- ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოასვენეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.
კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.
კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის.
მაშვენელებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მაშველები ნანგრევებში ადამიანს აღარ ეძებენ.