- გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 402 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცავალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 27 037 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 057-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 410 პირი.