აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა

  • აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა.

დავით მორგოშია და ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობებზე წარადგინა.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელადაა განპირობებული.

„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.

რაც შეეხება ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *