- პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვნის გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.