დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ “ევროპელ სოციალისტებმა“ თავი შეიკავეს. დეპუტატებმა – ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ კენჭისყრის პროცედურის წინ რეგისტრაცია გაიარეს, ისინი სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა საკითხს არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგ მისცეს ხმა.
წყარო: