- არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ.
დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პარალელურად სარჩელი მზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.