არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა

  • არაბთა გაერთიანებული საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ.

ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”-ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *