- უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.