- Facebook Inc, რომელიც ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა ინსტაგრამი, ფეისბუქი, ვოთსაპი და სხვა, თავის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში დიზაინს აახლებს.
როგორც კომპანიამ გავრცელებულ ბლოგში განაცხადა, საჯარო ფეისბუქგვერდებზე მოწონების, იგივე Like ღილაკი გაუქმდება:
“ჩვენ ვშლით Like-ის ღილაკს და უფრო მეტ დროს დავუთმობთ გამომწერებს, რომ ადამიანებს ფავორიტ ფეისბუქგვერდებთან კავშირი გავუმარტივოთ”.
ამ ფეისბუქგვერდებს მომწონებელთა ნაცვლად, მხოლოდ გამომწერების არმია ეყოლება. მათთვის ასევე შეიქმნება სპეციალური სიახლეების ველი, სადაც ისინი გამომწერებთან და გულშემატკივრებთან ინტერაქციას შეძლებენ.
ცვლილებები შეეხება ისეთ ფეისბუქგვერდებს, როგორებიცაა ცნობილი ფიგურების, ბრენდების, ხელოვანების ოფიციალური გვერდები.