“ნაციონალური მოძრაობა” თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის

  • “ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდეტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს, დედაქალაქში ბროსეს ქუჩა #6-ში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ვხსნით, რომელიც პარალელურად ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც დედაქალაქში ასი ათასობით არიან, მოვუწოდებ – მობრძანდით ჩვენთან, ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია, გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების…”-განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *