- დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება..
ევროპული ქვეყნების უმრავლესობა კი, საერთოდ ხურავს კარებს დიდი ბრიტანეთისთვის. ყოველ შემთხვევაში, ეს აკრძალვა გაგრძელდება 31 იანვრამდე.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეტეს განცხადება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ოთხჯერ უფრო გადამდები და გავრცელებადია.