დავით და გურამ კაკულიები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო. მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, მოსამართლემ ბრალდებულები მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთაში დამნაშავედ ცნო.

ცნობისთვის, დავით და გურამ კაკულიებს გამოძიება 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *