- თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.