- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.