- ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილედ თამარ დახუნდარიძე დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“თამარ დახუნდარიძეს აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ის არის მეცნიერების მაგისტრი ჯანდაცვის ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სამართალში.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი.
ქუთაისის მერის ახალი მოადგილე სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სამედიცინო კორპორაცია EVEX-ში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, „მეგალაბში”, კურაციოს საერთაშორისო ფონდში.
2021 წლის ივლისიდან დღემდე იყო ქუთაისის სისხლის ცენტრის ხელმძღვანელი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
თამარ დახუნდარიძე ქუთაისის მერიაში სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას.