- 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
„ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.