- საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.
ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.