- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.