- რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატებიდან თითოეულს უყარა კენჭი, თუმცა, ვერცერთმა მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით გაიმართა საკომიტეტო მოსმენები. ფრაქციები კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა მიმდინარე წელს ვერ მოხერხდა.
ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე, მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, სოფიო დემეტრაშვილი, თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი.