- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 71 112 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.
ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა: https://www.youtube.com/watch?v=QQ14W8s2rjw&t=4s
ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება: https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE
ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1
კითხვა-პასუხი: https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.