- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში განსახლების მსურველი ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრირებულ 7-8 სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, 30 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.
განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.