ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზეზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება მოძრაობის სრულად აღდგენის სამუშაოები.

ინფორმაციისთვის: ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *