- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.