სადახლოზე ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (200 კილოგრამი ხიზილალა) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *