- საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა.